Belive

დიდი წმენდა მანჩესტერ იუნაიტედში - ვინ დატოვებს კლუბს? 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი წმენდა განხორციელდება. The Telegraph-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" იანვარში ფილ ჯონსთან, მარკოს როხოსთან, სერხიო რომეროსთან, დიეგო დალოტთან და ანდრეას პერეირასთან განშორებას გეგმავენ. ცოტა ხნით ადრე, ოლე გუნარ სულშერმა გაამჟღავნა, რომ მისი კლუბის ხელმძღვანელობა როხოსა და რომეროსთვის ახალი კლუბის მოძებნას აპირებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი ცენტრალური მცველი, რომელმაც ამ სეზონში ერთადერთხელ და ისიც "წითელი ეშმაკების" 23-წლამდელთა გუნდში ითამაშა, შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.

სხვა სტატიები