Belive

რევოლუცია ევროპულ ფეხბურთში? ჰოლანდია და ბელგია ჩემპიონატების გაერთიანებას აპირებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიელები და ბელგიელები ევროპულ ფეხბურთში რევოლუციას გეგმავენ. ერედივიზიონისა და იუპერ ლიგის მესვეურები ჩემპიონატების გაერთიანებისა და ახალი, 18-გუნდიანი ლიგის შექმნის ინიციატივით გამოდიან. "ამ რეალობას ვერ გავექცევით," - თქვა "ბრიუგეს" სპორტულმა დირექტორმა, ბარტ ვერაეგემ. "ადრე თუ გვიან, კვირის საღამოს, ევროპული ლიგის მატჩში, "ბაიერნისა" და "რეალის" დაპირისპირებას ვიხილავთ." გაერთიანებული ლიგების სატელევიზიო შემოსავალი ევროპაში მე-6 იქნება ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ. ფიქრობენ, რომ ბელგიელთა წარმომადგენელი აუცილებლად იქნება - "გენტი", "ბრიუგე", "ანდერლეხტი", "სტანდარტი", ხოლო ჰოლანდიელების - "აიაქსი", "ალკმაარი", "უტრეხტი", "ფეიენოორდი", "პსვ" და "ვიტესი".    

სხვა სტატიები