Belive

დიდიე დეშამმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, "მამლებთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა დეშამს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა, თუმცა წარმატებული შედეგების ფონზე, ფრანგებმა დიდიესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტეს. ახალი კონტრაქტის თანახმად ფრანგი მწვრთნელი "მამლებს" 2022 წლამდე ედგება სათავეში. შეგახსენებთ, დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 2012 წლის ზაფხულის შემდეგ უდგას სათავეში. ამ პერიოდის განმავლობაში, ფრანგებმა მისი თავკაცობით 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლასთან ერთად, 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონობაც იზეიმეს.  

სხვა სტატიები