Belive

დიეგო გოდინი პრემიერ ლიგაში გადადის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში, კორონავირუსისგან გამოწვეული უქმობის შედეგად, კვლავ გრძელდება ტრანსფერების დაგეგმარება. ბოლო ინფორმაციის თანახმად, დიეგო გოდინი, რომელიც "ინტერის" ღირსებას იცავს, მომდევნო სეზონიდან პრემიერ ლიგაში იასპარეზებს. 34 წლის ცენტრალური მცველით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი. გოდინს "ინტერთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, შესაბამისად ინგლისში გადაბარგებაში ხელს აღარაფერი უშლის. ამასთან ერთად ინგლისურ ფეხბურთში ჩაბმა გოდინის სურვილიცაა. "მინდა საკუთარი თავი პრემიერ ლიგაში გამოვცადო", - აცხადებს გოდინი. ურუგვაელი ფეხბურთელი "ინტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით, გასულ ზაფხულს, "ატლეტიკო მადრიდთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეუერთდა.

სხვა სტატიები