Belive

დიეგო კოშტა დასაჯეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, დიეგო კოშტა 8 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 6 აპრილს, ესპანეთის "ლა ლიგის" 31-ე ტურში "ატლეტიკო" სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდა და 2:0 წააგო. მატჩი საინტერესო გამოვიდა და დაძაბულიც. შეხვედრის 28-ე წუთზე მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დიეგო კოშტა გააძევეს. სადისციპლინო კომიტეტმა კოშტას საქმეზე იმსჯელა და 8 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ესპანელი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია.

სხვა სტატიები