Belive

დიეგო კოშტა ლა ლიგაში ბრუნდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' ყოფილი ფეხბურთელი, დიეგო კოშტა ლა ლიგაში ბრუნდება. 33 წლის თავდამსხმელი კარიერას კიდევ ერთ ყოფილ კლუბში, ,,რაიო ვალეკანოში'' გააგრძელებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კოშტასთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა მადრიდული გუნდის პრეზიდენტი, რაულ მარტინ პრესა. ფორვარდი ,,რაიოსთან'' 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც, შესაძლოა, ბონუსებიც დაემატოს. კოშტა ,,რაიო ვალეკანოში'' აქამდე 2011-2012 წლებში იჯარით თამაშობდა, სადაც 16 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა ბოლოს 2021 წლის 12 დეკემბერს, ,,ატლეტიკო მინეიროს'' შემადგენლობაში ითამაშა და ბრაზილიის თასიც მოიგო.


სხვა სტატიები