Belive

დიეგო კოშტამ ატლეტიკოსგან კონტრაქტის გაწყვეტა ითხოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიეგო კოშტას მადრიდული კარიერა დასარულს უახლოვდება - გამოცდილ ფეხბურთელს "ატლეტიკოს" დატოვება სურს. ესპანური მედიის თანახმად, კოშტამ გუნდის ხელმძღვანელებს კონტრაქტის 6 თვით ადრე გაწყვეტა სთხოვა. დიეგო ამ გადაწყვეტილებას "პირადი მიზეზით" ხსნის. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ატლეტიკომ" შეტევის ხაზი ლუის სუარესით გააძლიერა. მადრიდელი გულშემატკივარი სიმეონეს გუნდის თავდასხმის დუეტისგან განსაკუთრებულს ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა. კოშტამ მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 2 მატჩი დაიწყო. 32 წლის მოთამაშის სასურველი მყიდველი "ატლეტიკომ" ვერ მოძებნა, ამიტომ, დიეგოს ახლა კლუბის დატოვება ხელშეკრულების შეჩერებით სურს.  

სხვა სტატიები