Belive

დიეგო კოშტამ ტრავმა მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანს იუქმებს ესპანელი თავდამსხმელი, თუმცა AS-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელს ფეხი აქვს დაზიანებული და იგი დროებით გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშებს. 30 წლის ფორვარდი წელს კარგ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება - ლა ლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში მას არცერთი გოლი არ აქვს გატანილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ UEFA-ს სუპერთასზე კოშტამ "რეალს" დუბლი შეუსრულა.  

სხვა სტატიები