Belive

დიეგო მარადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, არგენტინელი დიეგო მარადონა არგენტინაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მისი საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი არა COVID-19, არამედ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემებია. მის მდგომარეობაზე ექიმმა ისაუბრა: "ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მარადონა 3 დღის განმავლობაში საავადმყოფოში იყოს და დავაკვირდეთ მის მდგომარეობას. მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა. მას სჭირდება სისხლის ანალიზისა და კვლევების ჩატარება. მარადონამ ასევე ჩაიტარა ტესტი კორონავირუსზე, რადგან მას მჭიდრო შეხება ჰქონდა ინფიცირებულთან, თუმცა მისმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა". - განაცხადა მარადონას პირადმა ექიმმა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მარადონა ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია და ამან მას 2000 და 2004 წლებში გულის მძიმე  პრობლემები შეუქმნა. სწორედ ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება მისი ფსიქოლოგიური პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზირება.  

სხვა სტატიები