Belive

დიეგო მარადონას დღემდე უცნობი მეტსახელები

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელ ლეგენდას, კარიერის მანძილზე უამრავი მეტსახელი ჰქონდა. დიეგო მარადონას სათამაშო სტილისა და დიდებულების პარალელურად, მას არაერთი სახელი შეურჩიეს. ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ, ზოგიერთი მეტსახელი კვლავ აქტუალური გახდა - ზოგიერთი მეტსახელი კი თითქმის ყველას დავიწყებული ჰქონდა. El Pelusa, El Cebollita და El Pibe de Oro ეს ყველა მეტსახელი დიეგო მარადონას შეარქვეს. რას ნიშნავს მეტსახელები და საიდან წარმოიშვა?

El Pelusa (შავგრემანი)

დიეგო მარადონას ეს მეტსახელი კარიერის საწყის წლებში, ადრეულ ასაკში შეურჩიეს. მშობლიურ ქალაქ, ვილა ფიორიტოში შერქმეული სახელი, მარადონას გარეგნობას უსვამს ხაზს და არა მის საფეხბურთო შესაძლებლობებს. ხშირი შავი თმის გამო, მარადონას მშობლიურ ქალაქში El Pelusa-ს (შავგრემანი) ეძახდნენ.

El Barrilete Cosmico (კოსმიური ფრანი)

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, არგენტინელი ფეხბურთელი - სეზარ ლუის მენოტი, მარადონას კაპიტნად დანიშვნის წინააღმდეგი იყო. მენოტის მტკიცებით, კაპიტანი კვლავ დანიელ პასარელა უნდა ყოფილიყო. "მარადონამ მისი იდენტურობა უკვე დაკარგა და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უარესი ხდება. თუ მარადონა ცხოვრების სტილს არ შეიცვლის და კვლავ "ფრანივით" განაგრძობს ცხოვრებას, მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე წავალ თუ არა - იგი წარმატებას ვერ მიაღწევს", - აღნიშნა სეზარ ლუის მენოტიმ. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინელთა ტრიუმფით დასრულდა - მარადონამ 5 გოლის გატანა შეძლო.

El Cebollita (პატარა ხახვი)

აღნიშნული მეტსახელი პირადად დიეგო მარადონას არ ეკუთვნის. ფრანცისკო კორნეხომ აღნიშნული მეტსახელით "არგენტინოს ხუნიორსის" ფეხბურთელები მოიხსენია. იმ დროისათვის, "არგენტინოს ხუნიორსში" ძირითადად ტანდაბალი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ. სიდაბლის გამო, კორნეხომ ფეხბურთელები "პატარა ხახვებს" შეადარა.

სხვა მეტსახელები

მარადონას სათამაშო სტილისა და კარიერის მანძილზე მიღწეული წარმატების გამო, მას არაერთი ცნობილი მეტსახელი შეარქვეს. El Pibe de Oro - ოქროს ბიჭუნა. მარადონამდე მრავალი წლით ადრე, "ოქროს ბიჭუნას" "ბოკა ხუნიორსის" ლეგენდას - ერნესტო ლაზატის ეძახდნენ. 10-ნომრიანი მაისური მარადონამ უკვდავყო. "El Diez" (ნომერი ათი). "D10S" (ღმერთი). ლათინურად Dios ღმერთს ნიშნავს. ციფრი 10 კი I და O ასოების ნაცვლად გამოიყენება.

სხვა სტატიები