Belive

დიეგო მარადონას Ferrari F40-ის დღემდე უცნობი ისტორია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დიეგო მარადონა - ისევე როგორც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების უმრავლესობა, სპორტული ავტომობილების მოყვარული გახლდათ. ცხოვრების მანძილზე, მარადონამ არაერთი ავტომობილი შეიძინა - თუმცა მხოლოდ ერთი ავტომობილი იყო, რომელსაც იგი აღმერთებდა. დიეგო მარადონასა და Ferrari F40-ის ისტორია ბევრი თქვენგანისთვის უცნობია. ისტორია, რომელშიც მარადონას აგენტი გილერმო კოპოლა და "ნაპოლის" ყოფილი პრეზიდენტი - კორადო ფერლაინოც იყვნენ ჩართული. "ნაპოლიში" ასპარეზობის დროს, დიეგო მარადონას შავი Ferrari Testarossa ჰყავდა, თუმცა არგენტინელ სუპერვარსკვლავს Ferrari F40 სურდა. იმ დროისათვის Ferrari F40 დაახლოებით 500.000 აშშ დოლარი ღირდა და ელიტარული "სპორტქარის" გამოშვება ლიმიტირებული რაოდენობით ხდებოდა. Ferrari F40-ის შეძენა ყველას არ შეეძლო - მარადონას შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით უფრო რთულად იყო - არგენტინელ სუპერვარსკვლავს შავი Ferrari F40 სურდა.

გილერმო კოპოლას ურთულესი მისიის შესრულება დაეკისრა და თვით ენცო ფერარისაც კი ესტუმრა. დიეგო მარადონას ავტორიტეტის გათვალისწინებით, შესზლებელი გახდა მისთვის შავი Ferrari F40-ის შეძენა, რომელიც დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მარადონასთვის 1 მილიონ დოლარად ღირებული Ferrari F40-ის შეძენა "ნაპოლის" პრეზიდენტმა საკუთარ თავზე აიღო. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ნეაპოლში დაბრუნებულ მარადონას შავი Ferrari F40 აეროპორტში დაახვედრეს. მარადონამ Ferrari F40-ის მიღებაზე უარი განაცხადა, რადგან ავტომობილში მაგნიტოფონი არ იყო დამონტაჟებული - არგენტინელმა ლეგენდამ კარებების ქსოვილიც დაიწუნა. საბოლოოდ, გილერმო კოპოლამ ავტომობილში მაგნიტოფონი დაამონტაჟებინა და კარებების ქსოვილიც შეაცვლევინა - რის შემდეგაც, Ferrari F40 დიეგო მარადონას გადასცეს.  

სხვა სტატიები