Belive

დიეგო მარადონას კუბაში 3 შვილი აღმოაჩნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიეგო მარადონას ადვოკატის განცხადებით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი კუბაში 3 შვილის მამობაზე თანხმობას აცხადებს. ამრიგად, 58 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც აქამდე აცხადებდა რომ შვილები მხოლოდ მეუღლისგან ჰყავდა, 8 შვილის მამა ოფიციალურად გახდა. მისი ადვოკატის, მატიას მორლას განცხადებით, მარადონა ჰავანაში გაემგზავრება, სადაც იგი დნმ-ს ანალიზს ჩააბარებს. აღსანიშნავია, რომ 3 შვილი მარადონას 2 კუბელი ქალისგან ჰყავს. 2000-2005 წლებში მარადონა კუბაში დიდ დროს ატარებდა - ამ პერიოდში იგი კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო მკურნალობას გადიოდა. ამავე პერიოდში იგი კუბის იმდროინდელ პრეზიდენტთან, ფიდელ კასტროსთან დამეგობრდა, რასაც მის მკერდზე ამოსვირინგებული კასტროს გამოსახულებაც მოწმობს.
maradona fidel castro
ერთ დროს მარადონა აცხადებდა, რომ მას მხოლოდ ორი შვილი, ჯანინა (29 წ.) და დალმა (31 წ.) ჰყავდა, რომელიც მას ყოფილ მეუღლესთან, კლაუდია ვილიაფანესთან თანაცხოვრებისას ეყოლა. თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ მისი შვილები დიეგო ჯუნიორი (32 წ.), ჯანა (22 წ.) და დიეგო ფერნანდოც (6 წ.) იყვნენ, რომლებთანაც მას სხვადასხვა ქალი აკავშირებდა. ასევე იხილეთ: დიეგო მარადონას ცეკვა გასახდელში ასევე იხილეთ: დიეგო მარადონას ინტერვიუ არაფხიზელ მდგომარეობაში  

სხვა სტატიები