Belive

დიეგო მარადონას მეფური დახვედრა მოუწყვეს (ფოტო/ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა 59 წლის გახდა. მარადონამ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი არა მხოლოდ არგენტინული - არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. 30 ოქტომბერს, "ნიუელსი" დიეგო მარადონას "გიმნასიას" დაუპირისპირდა. "ნიუელსის" მესვეურებმა დიეგო მარადონას "მეფური" დახვედრა მოუწყვეს და სტადიონზე სპეციალური სავარძელი დაუდგეს. აღსანიშნავია, რომ მარადონა პროფესიონალური კარიერის მიწურულს "ნიუელსის" ღირსებას იცავდა - 1993-94 წლებში, მარადონამ "ნიუელსის" მაისური 5 შეხვედრაში მოირგო.

დიეგო მარადონას "გიმნასიამ" "ნიუელსს" სტუმრად 4 უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ 1996 წლის შემდეგ, "გიმნასიამ" გასვლით შეხვედრაში პირველად გაიმარჯვა ასეთი სოლიდური ანგარიშით. 1996 წელს "ბოკა ხუნიორსი" "გიმნასიასთან" 0:6 დამარცხდა. კლუბის მესვეურების პარალელურად, დიეგო მარადონას "ნიუელსის" ფანებმაც მოუწყვეს განსაკუთრებული დახვედრა.

სხვა სტატიები