Belive

დიეგო მარადონას ოპერაცია ჩაუტარდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიეგო არმანდო მარადონას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა - ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს მუცლის არეში შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა. 58 წლის მარადონამ აღნიშნული პრობლემა იანვრის დასაწყისში აღმოაჩინა, როდესაც იგი საავადმყოფოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ესტუმრა. "დიეგო მარადონას ოპერაცია ჩაუტარდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა," აღნიშნა მარადონას ადვოკატმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ცხოვრების არცთუ ჯანსაღი წესიდან გამომდინარე, მარადონა საავადმყოფოში არაერთხელ მოხვედრილა - უკანასკნელად ეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც მარადონას ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა მიღებული.

სხვა სტატიები