Belive

დიეგო მარადონას საავადმყოფოს დატოვება სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
4 ნოემბერს, დიეგო მარადონას პირადმა ექიმმა - ლეოპოლდო ლუკემ განაცხადა, რომ ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელის ქალაზე ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე საათის წინ, ლეოპოლდო ლუკემ მორიგი ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ მარადონას სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ლუკეს მტკიცებით, არგენტინელი ლეგენდა თავს მშვენივრად გრძნობს და საავადმყოფოს დატოვება სურს.
"დიეგოსთან მიმართებაში საკმაოდ კარგი კლინიკური სურათი გვაქვს. აღნიშნულის შესახებ უკვე ვისაუბრეთ - ოპერაციის შემდგომი პერიოდი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მარადონას ნამდვილად სურს საავადმყოფოს დატოვება და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ფიზიკურ სიძლიერესა და წარმატებულ სარეაბილიტაციო პროცესს. მარადინო უდიდესი მონდომებით გვთხოვს საავადმყოფოს დატოვებას - ამ წუთას იდეალური დაწესებულების ძიებაში ვართ, რომელშიც მისი სარეაბილიტაციო პროცესი გაგრძელდება. უდიდეს მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალსა და საავადმყოფო ადმინისტრაციას. მადლობას ვუხდი დიეგოს ოჯახსა და გულშემატკივრებს. მარადონა საავადმყოფოს დღეს არ დატოვებს, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა ლეოპოლდო ლუკემ.

სხვა სტატიები