Belive

დიეგო ფორლანი: არ მიკვირს სოლსკიაერის წარმატება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებმა. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ოლე გუნარ სოლსკიაერი მომდევნო სამი წლის მანძილზე დაიკავებს. გავრცელებულ ინფორმაციას "წითელი ეშმაკების" ყოფილი შემტევი დიეგო ფორლანი ეხმაურება. ურუგვაელი ფეხბურთელის მტკიცებით, მას არ უკვირს სოლსკიაერის წარმატება და გაფორმებულ კონტრაქტს დამსახურებულად მიიჩნევს. "არ მიკვირს, მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. ის იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც მუდამ სწავლის ძიებაში არიან და ოპონენტის შესახებ ყველაფრის გარკვევას ცდილობენ. ნამდვილად არ ვარ გაკვირვებული. სოლსკიაერი ძალიან კარგი ადამიანია. მოედანზე ის იყო ნამდვილი პროფესიონალი და თავადაც ხედავთ რომ მწვრთნელის რანგშიც არანაკლებ წარმატებულია", - აღნიშნა დიეგო ფორლანმა.

სხვა სტატიები