Belive

დიეგო სიმეონე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო მწვრთნელთა ათეული დაასახელა. მოკლე ნუსხაში პირველი ადგილი მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელმა დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ დაიკავა, მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა გავიდა, ხოლო სამეული "ლივერპულის" გერმანელმა მესაჭემ იურგენ კლოპმა შეავსო. საუკეთესო მწვრთნელთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:  1. დიეგო სიმეონე 2. პეპ გვარდიოლა  3. იურგენ კლოპი 4. ჟოზე მოურინიო 5. მასიმილიანო ალეგრი  6. უნაი ემერი 7. ზინედინ ზიდანი 8. კარლო ანჩელოტი 9. მაურისიო პოჩეტინო  10. მარსელო გალიარდო  დიეგო სიმეონემ "ატლეტიკო" სწორედ ამ დეკადის დასაწყისში ჩაიბარა და გუნდში სრულფასოვანი რევოლუცია მოახდინა. 50 წლის სპეციალისტმა კლუბში გატარებულ 8 წელიწადში გუნდისთვის 500 მატჩში ხელმძღვანელობა მოასწრო, მოიგო ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ორ-ორჯერ კი ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი. 2016 წელს ის "ჩოლო" წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

სხვა სტატიები