Belive

დიეგო სიმეონე ატლეტიკოში 2022 წლამდე დარჩა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომ გუნდის არგენტინელმა თავკაცმა, დიეგო სიმეონემ კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. თუ ის მართლა დარჩება 2022 წლის ზაფხულამდე, "ატლეტიკოში" მუშაობის 11 სეზონი გამოუვა, რაც ამ კლუბის ყველა დროის რეკორდი იქნება. სიმეონემ "ატლეტიკოსთან" ერთად 7 ტიტული მოიგო. 2014 წელს "ლა ლიგის "ჩემპიონი გახდა, 2013 წელს გუნდს ესპანეთის სამეფო თასი მოაგებინა.  სიმეონემ ორჯერ, 2012 და 2018 წლებში ევროპალიგა მოიგო, ერთხელ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ უეფას სუპერთასი. სიმეონეს თავკაცობით "ატლეტიკო" ორჯერ, 2014 და 2016 წლებში გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა ორივეჯერ "რეალთან" დამარცხდა. დიეგო სიმეონეს სახელს ბოლო პერიოდში ბევრ გრანდს უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, 2022 წლამდე ის არსად წასვლას არ აპირებს.

სხვა სტატიები