Belive

დიეგო სიმეონე: "ბორუსია შეტევაში ძალიან სწრაფად გადადიოდა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელმა ხელმძღვანელმა, დიეგო სიმეონემ, ჩემპიონთა ლიგაზე "ბორუსიასთან" განადგურების (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. "ბორუსიამ ჩვენზე კარგად ითამაშა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი მოგვეცა, მაგრამ გოლი პირიქით, ჩვენს კარში გავიდა. ამის შემდეგ გოლის გატანაზე უფრო ვიყავით ორიენტირებულები და დაცვაში შეცდომები დავუშვით. დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელები შეტევაში ძალიან სწრაფად გადადიოდნენ და შედეგს ამ კომპონენტით მიაღწიეს", - აღნიშნა სიმეონემ. აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი სხვაობით სიმეონეს არასოდეს წაუგია - იგი "ატლეტიკოს" 2011 წლიდან ხელმძღვანელობს.

სხვა სტატიები