Belive

დიეგო სიმეონე: "მეტოქის ტაქტიკამ გამაკვირვა, ვაღიარებ, რომ სიტის თამაშის ყურება სასიამოვნოა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტისთან" მინიმალური სხვაობით დამარცხების (1:0) შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.
"კარგი თამაში გამოვიდა არაჩვეულებრივი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ახერხებს და მსოფლიო დონის უამრავ ფეხბურთელს შესანიშნავ ერთეულში აერთიანებს. გვინდოდა თავი კარგად დაგვეცვა, სივრცეებით გვესარგებლა და კონტრშტეევებზე მომენტები შეგვექმნა. სწორედ მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობდით ჩვენი საუკეთესო შესაძლებლობების შექმნას, მათ გაიტანეს გოლი. ეს იყო ძალიან რთული მატჩი. მათ სამი შესანიშნავი ფეხბურთელი შემოიყვანეს, რომლითაც ასევე სამი ბრწყინვალე ბიჭი შეცვალეს. უნდა ვაღიარო, რომ მეტოქის ტაქტიკით გაკვირვებულები ვართ, გვეგონა, რომ ფოდენი თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებდა. მე ასევე ვაღიარებ, რომ სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ თამაშობს "სიტი", - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.
ამ წყვილის საპასუხო შეხვედრა მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", 13 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები