Belive

დიეგო სიმეონე: "სულიერად მშვიდად ვართ, რადგან წარმატებისთვის ყველაფერი გავიღეთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისთან” ორი მატჩის ჯამში (0:1) დამარცხების შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.

“ასეთი მატჩები გვეხმარება განვამტკიცოთ ღირსების გრძნობა და მოვიპოვოთ გუნდით სიამაყე ჩვენი გულშემატკივრების გულებში. ჩვენ სულის სიმშვიდე გვაქვს, როცა ვიცით, რომ ყველაფერი გავწირეთ საკუთარი წარმატებისთვის.

მე არაფერი მაქვს სათქმელი იმაზე, რომ მეტოქეებმა შესაძლოა სადმე სათამაშო დრო მოიპარეს. ამისათვის არის მსაჯი, რომელიც ადგენს წესებს. ვულოცავ “მანჩესტერ სიტის”, მათ პატიოსნად მოიპოვეს შემდეგი ეტაპის საგზური, რადგან ორ მატჩში ჩვენზე მეტი გაიტანეს.

ჩვენ ვამაყობთ იმით, ვინც ვართ და როგორც ვეჯიბრებით სხვა გუნდებს. მე მომწონს, რომ მეტოქეები ჩვენზე გამარჯვების შემთხვევაში ზეიმობენ. ეს ხაზს უსვამს ჩვენს ღირებულებას.

ჩვენი გულშემატკივრები გასაოცარნი იყვნენ, რადგან სწორედ ისინი უბიძგებდნენ გუნდს წინსვლისკენ და ახდენდნენ ზეწოლას მეტოქეებზე, როცა ჩვენს კარს ვუახლოვდებოდით. ეჭვგარეშეა, რომ გულშემატკივრებიც ამაყობენ იმით, თუ როგორ ვიბრძოდით.

ეს არის ყველაზე მთავარი. როგორც არ უნდა ითამაშო ფეხბურთი, მოედანზე უნდა იბრძოლო. They may also ask for a form of government identification, such as a drivers license or passport, and provide you with the drugstore-onlinecatalog.com ID number on a barcode. მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტია”, – თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

დიეგო სიმეონეს გუნდს მიმდინარე სეზონში ერთადერთი ამოცანა დარჩა შესასრულებელი, რაც ლა ლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას გულისხმობს. ესპანეთის ჩემპიონატში “როხიბლანკოს” 31 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 57 ქულა აქვს დაგროვებული და მეოთხე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები