Belive

დიმიტარ ბერბატოვი: "მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა ჩემი ოცნებაა"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, დიმიტარ ბერბატოვი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი გახდება.  ბერბატოვმა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 150 მატჩი ჩაატარა და 49 ბურთი გაიტანა, აღნიშნავს, რომ სოლსკიაერის გუნდში დაბრუნება ძალიან საინტერესოა. ბულგარელმა ფეხბურთელმა ამბიციურობაც გამოავლონა:
"როგორც მე, ისე სოლსკიაერიც დიდი კლუბის ყოფილი მოთამაშეა და ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მეც ამ გუნდის ერთ-ერთი ნაწილი ვარ და ერთ მშვენიერ დღეს მსურს "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობა. სულ რამდენიმე მწვრთნელია, რომლებმაც სამწვრთნელო კარიერა გრანდებში დაიწყეს. მაგალითად პეპ გუარდიოლა და ზინედინ ზიდანი, რომლებიც აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას "ბარსელონასა" და "რეალში" შეუდგნენ. სოლსკიაერი მადლობელი უნდა იყოს იმით, რომ "მანჩესტერის" მწვრთნელობა დაიმსახურა. ეს იმას ნიშნავს, რომ "მოლდეში" წარმატებით მუშაობდა. ვინ იცის, ერთ დღეს იქნებ მეც გავხდე "მანჩესტერის" მწვრთნელი. ჩემი გული "პრემიერლიგაშია". სწორედ ინგლისში მსურს სამწვრთნელო კარიერის დაწყება. ოცნების ასასრულებლად ყველაფერს გავაკეთებ"
დიმიტარ ბერბატოვი "პრემიერლიგის" სამი გუნდის ღირსებას იცავდა. "ტოტენჰემი", "ფულემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბერბატოვის კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს ასახავს. პრემიერლიგაში ბულგარელმა 305 თამაში ჩაატარა და 122 ბურთი გაიტანა. მანამდე ის "ლევერკუზენის" ღირსებას იცავდა. ინგლისიდან კი "მონაკოში" გადაბარგდა.

სხვა სტატიები