Belive

დინ ჰენდერსონმა ბიძას ტოტალიზატორში 12 500 ფუნტი მოაგებინა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას მერე, რაც ინგლისის ნაკრებში დინ ჰენდერსონის დებიუტი შედგა, ბრიტანელი მეკარის ბიძა 12 500 ფუნტს მიიღებს. საქმე იმაშია, რომ გრიმსბიში მცხოვრებმა  მარტინ პლანკეტმა თავისი ძმისშვილის წარმატების ჯერ კიდევ 10 წლის წინ ირწმუნა. მაშინ, როცა 14 წლის გოლკიპერი "კარლისლი იუნაიტედის" ახალგაზრდულ აკადემიაში თამაშობდა, ბიძამისმა ბრიტანულ ტოტალიზატორ უილიამ ჰილში 25 ფუნტი სტერლინგი ძმის შვილის მიერ ნაკრებში მატჩის ჩატარებაზე განათავსა, რა პოზიციასაც ბუკმეიკერები მაშინ 500 ევროდ აფასებდნენ. წინა კვირაში, ჰენდერსონმა "სამი ლომის" შემადგენლობაში ისლანდიის წინააღმდეგ (4:0) ითამაშა, შესაბამისად, მარტინ პლანკეტმა 12 500 ფუნტი მოიგო. საინტერესოა, რომ ჰენდერსონის კარიერის წარმატებულმა სტარტმა ფინანსური სარგებელი მის დედას და ბებიასაც მოუტანა, როცა 50 კოეფიციენტად შეფასებული პოზიცია გამოიცნეს - თავიანთი ოჯახის წევრის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა. 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ამ სეზონში "წითელი ეშმაკების" მაისური სამჯერ ეცვა და 2 გოლი გაუშვა, ნიკ პოუპთან და ჯორდან პიკფორდთან ერთად, ეროვნულ გუნდში პირველობისთვის იბრძვის.

სხვა სტატიები