Belive

დინამო ბათუმი ჩიხურასთან მატჩს ახალ სტადიონზე ვერ გამართავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "დინამო ბათუმი" შინ "ჩიხურას" დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის თანახმად, აჭარლები 10 დეკემბერს შეხვედრას ანგისას ბაზაზე გამართავენ. შეგახსენებთ, რომ ბათუმში მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ აშენდა ახალი სტადიონი, სადაც "დინამოელებმა" გასული 2 საშინაო მატჩი გამართეს. აშკარა იყო, რომ "ბათუმი არენას" მოედნის საფარს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. სავარაუდოდ, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ "დინამო" "ჩიხურას" ანგისაზე უმასპინძლებს. გია გეგუჩაძის გუნდი ბოლო ტურის წინ ლიდერ "დინამო თბილისს" 2 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები