Belive

დინამო ბათუმი დინამო თბილისის სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს იმატებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ახალი სეზონისთვის ტრანსფერებს აქტიურად იწყებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აჭარული კლუბი 2021 წლის სეზონის ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ირაკლი ბიძინაშვილს დაიმატებდა, ახლა კი დიდი ალბათობით, შავიზღვისპირელები უშუალო კონკურენტის გამორჩეულ მოთამაშესაც დაიმატებენ. საუბარი "დინამო თბილისის" ნახევარმცველზე, მილან რადინზე გვაქვს, რომელიც წინა სეზონში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და როგორც შიდა, ისე ევროსარბიელზე გუნდის გამორჩეულად შედეგიანი მოთამაშე გახლდათ. Live.ge-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და სერბი ფეხბურთელი, რომელმაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, "დინამო ბათუმის" წევრი ახალი წლიდან გახდება. 2021 წლის სეზონში, 30 წლის ლეგიონერმა "დინამოს" მაისურით ყველა ტურნირზე 36 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.  

სხვა სტატიები