Belive

დინამო ბათუმი მოლაპარაკებას ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელთან აწარმოებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმი" ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს  ვიცე-ჩემპიონი მოლაპარაკებას ნიგერიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან, გოდფრი ობოაბონასთან აწარმოებს. 29 წლის ცენტრალურ მცველს კარიერის დიდი ნაწილი თურქულ "რიზესპორში" აქვს გატარებული. გოდფრიმ თურქული გუნდის მაისური 114-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ობოაბანა საუდის არაბეთში თამაშობდა, ბოლოს კი ხორვატული "გორიცას" რიგებში გამოდიოდა. 2019 წლის ივლისში გოდფრი თავისუფალი აგენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ნიგერიელ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 44 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გოდფრის 2014 წლის მუნდიალზე ერთი მატჩიც აქვს ჩატარებული. ნიგერიელმა 2013 წელს აფრიკის თასი და კონფედერაციის თასი მოიგო. "დინამო ბათუმმა" ობოაბონას ოფიციალური შეთავაზებით უკვე მიმართა. შავიზღვისპირელები ნიგერიელი ფეხბურთელის პასუხს ელოდებიან.
15-31-47-godfrey-itama-oboabona-6

სხვა სტატიები