Belive

დინამო ბათუმი Vs. ბატე - მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბათუმი UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება. დღეს "დინამო ბათუმი" შინ "ბატეს" მიიღებს. უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე, შეხვედრის ყველა ბილეთი გაყიდულია. როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის შეზღუდვების გამო, "ბათუმი არენაზე" გულშემატკივრების 50%, ანუ - 10 000 ადამიანია დაშვებული. "დინამო ბათუმსა" და "ბატეს" შორის პირველი მატჩი დღეს, თბილისის დროით, 21 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები