Belive

დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, "დინამო ბათუმისა" და "დინამო თბილისის" დაპირისპირება შედგება. სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი "დინამო ბათუმი" საკუთარ მოედანზე ბრწყინვალედ ასპარეზობს - ბათუმელებმა შინ ჩატარებულ 10 მატჩში 8 გამარჯვება მოიპოვეს. "დინამო ბათუმის" ახლადაშენებულ სტადიონზე გულშემატკივრის ნაკლებობა ნამდვილად არ შეინიშნება. გამონაკლისი არც 29 ივნისს გასამართი მატჩია - აღნიშნულ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა. ინფორმაციას "დინამო ბათუმი" ავრცელებს და მატჩზე დასწრების მსურველ გულშემატკივარს რეკომენდაციებს აცნობს. აჭარული კლუბის ოფიციალურ Facebook გვერდზე, საინფორმაციო პოსტი განთავსდა. შეგახსენებთ, "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, გიორგი ჭიაბრიშვილის დანიშვნის შემდეგ, თბილისურმა კლუბმა 2 შეხვედრა გამართა და ორივეში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჭიაბრიშვილის პირველი მსხვერპლი, "გაგრა" აღმოჩნდა, რომელსაც თბილისურმა კლუბმა 5 უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე შეხვედრაში, "დინამო თბილისი" ისტორიულ მეტოქეს - ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორი ფლაგმანი გუნდის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ბათუმის სტადიონზე მისულ გულშემატკივარს სანახაობრივი მატჩი ელის.
Untitled

სხვა სტატიები