დინამო ბათუმმა და საბურთალომ ევროტურნირები დაასრულეს

დღეს UEFA-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.

ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი “დინამო ბათუმი” სტუმრად “ჰაპოელს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 3:0 დამარცხდა. აჭარულმა კლუბმა მეტოქისგან გოლები საკმაოდ მარტივ სიტუაციებში გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ “დინამო ბათუმი” მე-9 წუთის შემდეგ აგებდა, გუნდმა ებრაელთა კარში არაერთი მომენტის შექმნა მაინც მოახერხა.

საბოლოოდ, გია გეგუჩაძის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და წლევანდელ ევროტურნირებზე ასპარეზობა დაასრულეს.

ევროპა ლიგაზე კიდევ ერთი ქართული გუნდი “საბურთალო” ასპარეზობდა. თემურ შალამბერიძის გუნდი კვიპროსულ “აპოლონს” გასვლაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 5:1 დამარცხდა.

თბილისელებმა საკუთარ კარში გოლი მალევე, მე-4 წუთზე მიიღეს, რამაც მდგომარეობა საკმაოდ გაართულა. “საბურთალოს” რიგებში ერთადერთი გოლის გატანა 18 წლის გიორგი გულიაშვილმა მოახერხა. ახალგაზრდა ფორვარდმა თავი 69-ე წუთზე, ბუმალის პასით გამოიჩინა, მაშინ, როცა გუნდი 3:0-ს აგებდა.

ბათუმელთა მსგავსად, ევროტურნირები “საბურთალოსთვისაც” დასრულებულია. ევროპა ლიგაზე, მე-2 რაუნდში, საქართველოს ღირსებას “ლოკომოტივი” და “დინამო თბილისი” დაიცავენ.

 

(66)

დინამო ბათუმმა და საბურთალომ ევროტურნირები დაასრულეს

სტატიის ავტორი
-