Belive

დინამო კიევი ამხანაგურ მატჩს დორტმუნდის ბორუსიასთან გამართავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო კიევმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქველმოქმედო მატჩების სერიაში გუნდი გერმანიაშიც გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩებს საინფორმაციო დანიშნულება ექნება, რომლის მეშვეობითაც, მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს უკრაინის ომის შესახებ. გარდა იმისა, რომ თამაშებიდან შემოსული თანხა რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების დახმარებას მოხმარდება აქველმოქმედო ტურნეს ლოზუნგი "მატჩი მშვიდობისთვის! შეაჩერე ომი!"იქნება. "თეთრ-ლურჯების" ოფიციალური განცხადების თანახმად, "დინამო კიევი" "ბორუსიასთან"  26 აპრილს, გერმანიაში ყველაზე დიდ სტადიონ, 81 365 მაყურებელზე გათვლილ  "სიგნალ იდუნა პარკზე" ითამაშებს. "დინამოს" მეტოქეები ასევე იქნებიან: "პსჟ" (საფრანგეთი), "სტიაუა" (რუმინეთი), "ლეგია" (პოლონეთი), "ბარსელონა"(ესპანეთი), "მილანი" (იტალია), "ბენფიკა" (პორტუგალია), "აიაქსი" (ნიდერლანდები), ლისაბონის "სპორტინგი" (პორტუგალია), "ბაზელი" (შვეიცარია).

სხვა სტატიები