Belive

დინამო მოსკოვის საბჭოს წევრი: "სამოყვარულო გუნდთან წავაგეთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" შინ "დინამო მოსკოვი" 2:1 დაამარცხა. რუსული კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრმა  ლევ ლესჩენკომ მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ეს სირცხვილია! ახლა ბრაზისგან გული მისკდება და ცრემლებამდე მივდივარ. ჩვენ წავაგეთ სამოყვარულო გუნდთან, სადაც შეიკრიბნენ მოხუცი ფეხბურთელები. მონაცემები არ ვიცი, მაგრამ რასაც გადავხედე, იქ, ალბათ, ყველა 40 წლის, უცნაური ფიზიკური აღნაგობის კაცია," - თქვა ლესჩენკომ რუსულ მედიასთან.
აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივის" შემადგენლობის საშუალო ასაკი 23.6 წელია.  

სხვა სტატიები