Belive

დინამო თბილისი ამხანაგურ მატჩებს კიდევ სამ გუნდთან გამართავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" ახალი სეზონისთვის მზადების მე-2 ეტაპს თურქეთში გადის. გიორგი ნემსაძის გუნდმა თურქული შეკრება 2021-ის ფარგლებში წინასასეზონო შეკრებაზე 3 ამხანაგური შეხვედრა გამართა. "დინამო თბილისმა" პირველი მატჩი სერბული "რადნიკის" წინააღმდეგ 23 იანვარს ჩაატარა და შეხვედრაში მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. მე-2 მატჩში ასევე სერბულ "ნაპრედაკისთან" 26 იანვარს გამართა და  2021 წლის წინასასეზონო შეკრებაზე პირველი შეხვედრა მოიგო ანგარიშით 0:1. თბილისელებმა მე-3 მატჩი უკრაინულ "კოლოსთან" 29 იანვარს გამართეს და შეხვედრა ფერდ 1:1 დაასრულეს. გარდა ამ სამი მეტოქისა, ცნობილი იყო, რომ ნემსაძის გუნდი 1 თებერვალს ამხანაგურ მატჩს "დინამო კიევთან" გამართავდა, ხოლო 8 თებერვალს "სოჭს" დაუპირისპირდებოდა. ცნობილი გახდა, რომ "დინამო თბილისი" ამხანაგურ მატჩებს კიდევ სამ გუნდთან გამართავს. ასევე ცნობილია თარიღი და მეტოქეების ვინაობა. 4 თებერვალი - "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) 6 თებერვალი - "ზორია" (უკრაინა) 11 თებერვალი - "ვერესი" (უკრაინა)
"დინამო თბილისი" 2021 წლის წინასასეზონო შეკრებას 11 თებერვალს "ვერესთან" მატჩით დაასრულებს.    

სხვა სტატიები