Belive

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე განთესილი იქნება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში განთესილთა შორის იქნება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბედი სლოვენიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩზე იყო დამოკიდებული. ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "ლუბლიანა" სტუმრად "ცელიეს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ლუბლიანას კლუბს ტიტულის მოსაპოვებლად აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონობას ის "ცელიეს" უთმობდა. "დინამო თბილისს" განთესვის გამო ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის დიდი შანსი მიეცა, რადგან ჩხეტიანის გუნდი გადაურჩა ისეთ მეტოქეებთან შეხვედრას, როგორებიცაა: "სელტიკი," "ასტანა", "ლუდოგორეცი", "პარტიზანი" და ა.შ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 9 აგვისტოს გაიმართება. წელს წყვილებს შორის დაპირისპირება 1 მატჩიანი იქნება.

სხვა სტატიები