"დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" მარცხის (0:2) შემდეგ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.
კახაბერ ჩხეტიანის გუნდი რანგით მე-2 საკლუბო ტურნირზე მე-2 შესარჩევი რაუნდიდან ჩაერთვება. როგორც ცნობილია, საქართველოს ჩემპიონი აქაც განთესილი იქნება.
"დინამო თბილისი" ასპარეზობას ჩემპიონთა გზიდან გააგრძელებს, რის გამოც არ შეხვდება ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან: "ტოტენჰემი", "ბაზელი", "კოპენჰაგენი", "ვოლფსბურგი", "გალასათარაი", "მილანი", "სტანდარტი", "გრანადა", "რეინჯერსი" და სხვ.
მიუხედავად ევროპა ლიგაზე განთესვისა, აშკარაა, რომ კახაბერ ჩხეტიანის გუნდის შემადგენლობას გაძლიერება სჭირდება.