Belive

დინამო თბილისი გამოცდილმა მცველმა დატოვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" გუნდის კაპიტანმა გუჯა რუხაიამ დატოვა. გამოცდილ განაპირა მცველს თბილისურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა. 32 წლის ფლანგელი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს 2018 წლის იანვარში შეუერთდა და გუნდთან ერთად ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. "დინამო თბილისი მადლობას უხდის გუნდის კაპიტანს გაწეული შრომისათვის და თავდადებისთვის. დედაქალაქელები წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ კარიერაში",-წერია "დინამოს" განცხადებაში.

სხვა სტატიები