Belive

დინამო თბილისი განცხადებას ავრცელებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" 1-ლ აგვისტოს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში აზერბაიჯანულ "გაბალას" უმასპინძლებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "დინამო არენაზე" გამართავს თავის მატჩს. პირველი დაპირისპირება აზერბაიჯანში თბილისელთა გამარჯვებით, 0:2 დასრულდა, შესაბამისად "დინამო" საპასუხო მატჩის წინ ფავორიტად ითვლება. გუნდის ხელმძღვანელობამ მატჩთან დაკავშირებით თბილისის მერიას თხოვნით მიმართა მეტროპოლიტენის 00:00 საათამდე მუშაობასთან დაკავშირებით, რაზეც დედაქალაქის მერიისგან თანხმობა მიიღო. გეტყვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის მეტროპოლიტენი 1 წლის განმავლობაში 6:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. გთავაზობთ "დინამო თბილისის" განცხადებას:

სხვა სტატიები