Belive

დინამო თბილისი იუნკერებს პატივს ორიგინალურად მიაგებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
23 თებერვალს, "მიხეილ მესხი 2-ზე", თბილისურ დერბიში, "დინამო თბილისი" და " საბურთალო" საქართველოს 2020 წლის სუპერთასის გამარჯვებულს გამოავლენენ. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 99 წლის წინ, 23 თებერვალს რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში ღირსეულად დაღუპულ ქართველ იუნკერებს პატივს მიაგებს. "ლურჯ-თეთრები" ამ შეხვედრაში არატრადიციული, შავი ფერით ითამაშებენ და მაისურზე, მკერდთან იუნკერთა გმირულად გარდაცვლილ მეთაურთა გვარები ექნებათ ამოტვიფრული. სუპერთასის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები