Belive

დინამო თბილისი ლევან შენგელიას გუნდიდან წასვლას ეხმაურება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ლევან შენგელიამ "დინამო თბილისი" დატოვა და კარიერა "ქონიასპორში" გააგრძელა. ქართული გუნდი ლევანის თურქეთში წასვლის შემდეგ, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "დინამო თბილისი" შენგელიას შენარჩუნებას ცდილობდა. "ლევან შენგელიამ, რომელსაც დინამოსთან არსებული კონტრაქტი 31 აგვისტოს დაუმთავრდა, თბილისური კლუბი დატოვა. მიუხედავად ჩვენი კლუბის მიერ გაკეთებული შეთავაზებისა, რომელიც ეროვნული ლიგის მასშტაბით უპრეცედენტო და საუკეთესო პირობებს ითვალისწინებდა, ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება თურქული სუპერლიგის კონიასფორში არჩია," - ნათქვამია თბილისელთა განცხადებაში.

სხვა სტატიები