UEFA: ფეიენორდთან საშინაო მატჩს დინამო ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს

978
ნახვა

უეფას ეთიკისა და დისციპლინის ორგანომ “გაბალასთან” საპასუხო მატჩის დროს “დინამო თბილისის” გულშემატკივარის მიერ გამოფენილი ბანერის, ასევე გულშემატკივარის  გამო, ქართული კლუბი, 50 000 ევროთი დააჯარიმა. ამასთან ერთად, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი დინამო არენაზე მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, “დინამოს” ასევე დაევალა, რომ თამაშის მიმდინარეობისას 1-ელ, მე-2 და მე-18 სექციებში გამოფინოს ბანერი წარწერით #EqualGame

UEFA: ფეიენორდთან საშინაო მატჩს დინამო ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს 1

იხილეთ მომენტი, რომელიც უეფა-ს გადაწყვეტილების ერთ-ერთი საბაბი გახდა

video

 

“დინამო თბილისის” ოფიციალური გვერდი აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უეფა-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

(978)

UEFA: ფეიენორდთან საშინაო მატჩს დინამო ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს

სტატიის ავტორი
-