დინამო თბილისი ფარერების ჩემპიონთან 6:1 განადგურდა

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” ფარერების ჩემპიონ “კლაკსვიკთან” 6:1 განადგურდა.

შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე მასპინძელთა სერბმა ლეგიონერმა პავლოვიჩმა გახსნა.

მე-2 ნახევრის 58-ე, მე-60, და 70-ე წუთებზე ჩისკო მუნიოსის გუნდმა “კლაკსვიკისგან” 3 გოლი გაუშვა და მეტოქეს 4 ბურთით ჩამორჩა.

პრესტიჟის გოლი “დინამოს” ბრაზილიელმა ლეგიონერმა პერნამბუკომ გაიტანა, ხოლო ფარერების ჩემპიონმა საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე დააფიქსირა – 6:1.

თბილისელთა 2020/21 წლების ევროტურნირები სამარცხვინო მარცხით დასრულდა.

(328)

დინამო თბილისი ფარერების ჩემპიონთან 6:1 განადგურდა

სტატიის ავტორი
-