Belive

დინამო თბილისი საქართველოს თასის გათამაშებას მერვედფინალიდან გამოეთიშა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 16-გზის ჩემპიონი და თასის 13-გზის გამარჯვებული "დინამო თბილისი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში, დაძაბულ ბრძოლაში "მერანი თბილისთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს კი, 114-ე წუთზე მერანელებმა "დინამო თბილისის" კარში ზუსტი თერთმეტმეტრიანი შეასრულეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. აღნიშნული მატჩის პირდაპირი ტრანსლირება Live.ge-ს ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობდა. დინამოელთა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც თბილისელთა პოტენციური მეტოქის ვინაობა გაირკვა. იმ შემთხვევაში თუ "დინამო თბილისი" "ლა ფიორიტასა" და "ენგორდანს" შორის გამარჯვებულს გასცდება, მეორე ეტაპზე მათი მეტოქე აზერბაიჯანული "გაბალა" იქნება. შეგახსენებთ რომ Live.ge "დინამო თბილისის" ოფიციალური მედია პარტნიორია, ხოლო "დინამო თბილისის აკადემიის" გენერალური სპონსორი.

სხვა სტატიები