Belive

დინამო თბილისი შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" იანვრის შეკრებას თურქეთში გამართავს. თბილისელები შეკრებას ანტალიაში, 16 იანვარს დაიწყებენ და იქ თვის ბოლომდე გაჩერდებიან. ამ პერიოდში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 18 იანვარს "დინამო" მოლდოვურ "ვოლუნტართან" ითამაშებს, ოთხ დღეში კი ბულგარულ პლოდვივის "ბოტევს" დაუპირისპირდება. 25-ში ქართული გუნდის მეტოქე ისევ ბულგარული კლუბი, ამჯერად "არდა" იქნება, ბოლო ამხანაგური დუელი კი "ლურჯ-თეთრებს" პოლონურ კრაკოვის "ვისლასთან" ექნებათ. "დინამო" შეკრების მეორე ეტაპსაც ანტალიაში გამართავს.

სხვა სტატიები