Belive

დინამო თბილისი ტოგოს ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტოგოს ნაკრების 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, საიმონ ბენიო "დინამო თბილისის" ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. საიმონ ბენიო სეგუნდა დივიზიონის "მირანდესში" გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი "ეპინალის" და "ბეზიეს" ღირსებას იცავდა. ახალწვეული ნახევარმცველი უკვე "დინამოელებთანაა" და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს. წყარო:DINAMOTB

სხვა სტატიები