Belive

დინამო თბილისიდან თორნიკე ახვლედიანიც წავიდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, თორნიკე ახვლედიანმაც დატოვა, რომელიც კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. 22 წლის ფორვარდს კონტრაქტი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 2022 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებდა, ხოლო ქუთაისის "ტორპედოში" იჯარის წესით ეროვნული ლიგის მეორე ნახევარში თამაშობდა. Live.ge-ს ინფორმაციით, ახვლედიანის კონტრაქტს "ტორპედო" გამოისყიდის და ეს მოთამაშე იმერულ კლუბში მოსალოდნელი ცვლილებებისა და ახალი პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდება. ახვლედიანი "დინამო თბილისს" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უკვე დაემშვიდობა:
"მინდა "დინამო თბილისს" და კლუბის ყველა გულშემატკივარს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო. გმადლობთ ნდობისთვის, დიდი გამოცდილებისთვის და თქვენთან გატარებული პერიოდისთვის. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და წარმატებებს ყოველთვის", - წერს ახვლედიანი Facebook-ში.
წინა სეზონი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის კარიერაში საუკეთესო იყო, მან ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონში, საერთო ჯამში 10 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, უშუალოდ ქუთაისის "ტორპედოსთვის" კი სეზონის მთავარი გოლი გაიტანა და გუნდს უძლიერეს ათეულში დარჩენაში დაეხმარა.  

სხვა სტატიები