Belive

დინამო თბილისის 2 ტრანსფერი - საქართველოს ნაკრებისა და ლა ლიგის ყოფილი ფეხბურთელები

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის საგრძნობლად გაძლიერდა. ჩისკო მუნიოსის გუნდში 2 ახალწვეულია. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური გვერდის თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავით სხირტლაძე და "მალიორკას" შემტევი კარლოს კასტრო "დინამო თბილისის" მაისურს მოირგებენ. 27 წლის ქართველი თავდამსხმელი თბილისელთა რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ. სხირტლაძე ბოლოს პოლონური "არკას" რიგებში ასპარეზობდა, მანამდე კი "რიგას", "ტრნავას", "ორჰუსისა" და "სილკებორგის" რიგებში ირიცხებოდა. რაც შეეხება 25 წლის ესპანელ შემტევს, ის ბოლოს მშობლიური "მალიორკას" ფეხბურთელი იყო. კასტროს "ელჩეს", "ხიხონისა" და "ლუგოს" მაისურითაც უთამაშია. კარლოსს ლა ლიგაში 51 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. ესპანელი თავდამსხმელი "დინამო თბილისს" მომდევნო წელს შეუერთდება და გუნდთან კონტრაქტს 2022 წლამდე გააფორმებს.

🇬🇪 27 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე დინამოში ითამაშებს. სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ ორჰუსში აქვს გატარებული....Posted by FC Dinamo Tbilisi on ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი, 2020

სხვა სტატიები