Belive

დინამო თბილისის განაცხადი ნეფთჩისთან მატჩისთვის ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოთხშაბათს, 7 ივლისს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ,,დინამო თბილისი'' ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ბაქოს ,,ნეფთჩის'' წინააღმდეგ გამართავს. პირველი შეხვედრა თბილისში, ,,დინამო არენაზე'' გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
,,დინამოს'' განაცხადი ,,ნეფთჩისთან'' მატჩისთვის ასეთია (შემადგენლობას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება, მათ შორის თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი და სხვები): მეკარეები - როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი მცველები - ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორქსლედე, ნოდარ იაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი ნახევარმცველები - ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ომარაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნოდარ ქავთარაძე თავდამსხმელები - გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ზორან მარუშიჩი.

სხვა სტატიები