Belive

დინამო თბილისის ლეგიონერი - მირჩიეს, რომ აქ გადმოსვლის შანსი ხელიდან არ გამეშვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისის" ახალწვეულმა ზორან მარუსიჩმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.
"პირველად დინამო თბილისის შესახებ წლების წინ გავიგე. მაშინ კლუბი ევროპა ლიგის გათამაშებაში "ცრვენა ზვეზდას" შეხვდა. მე სერბი ვარ და რამდენიმე მეგობარს დავეკითხე აზრს ,რაზეც მიპასუხეს, რომ ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა. როდესაც ჩამოვედი, გავეცანი სიტუაციას და ყველაფერი შესანიშნავია, ძალიან ბედნიერი ვარ. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა უკვე მაღალი დონეა, რომელიც ყოველი ეტაპის გასვლის შემდეგ უფრო მატულობს. ჩემთვის პირველად ხდება, რომ გუნდი, რომელშიც ვთამაშობ, ჩემპიონობისთვისა და ევროტურნირებზე წარმატებისთვის ერთდროულად იბრძვის," - თქვა მარუსიჩმა.
როგორც იცით, 27 წლის სერბი თავდამსხმელი თბილისელებმა "ნემანიდან" დაიმატეს. ბელარუსის ჩემპიონატის გასულ სეზონში ზორანმა 29 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები