Belive

დინამო თბილისის მეტოქე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ენგორდანიმ" სან-მარინოს წარმომადგენელ "ლა ფიორიტას"  შინაც სძლია და შემდეგ ეტაპზე სწორედ ანდორული კლუბი იქნება "დინამო თბილისის" მეტოქე. მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს, თავი სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა ზუგიჩმა გამოიჩინა. 78-ე წუთზე სან-მარინოელებმა ანდორელთა ესპანელი მეკარის ხესუს კოკას ავტოგოლით გაათანაბრეს, თუმცა ზუსტად 6 წუთში კოკას არც "ლა ფიორიტას" მარჯვენა მცველი მარკო გასპერონი ჩამორჩა და მანაც საკუთარი კარი დალაშქრა, საბოლოოდ 2:1 (ორი მატჩის ჯამში 3:1) და ანდორელები თბილისს ეწვევიან. "ენგორდანი" 1980 წელს დაარსდა, თუმცა დიდი წარმატებებით არც ანდორის დონეზე გამოირჩევა, ყველაზე დიდი მიღწევა 2017/18 წლების სეზონში ჩემპიონატში დაკავებული მეორე ადგილია. კლუბი დედაქალაქის მახლობლად მდებარე დასახლების, ენგორდანის სახელს ატარებს. კლუბმა გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა და ქვეყნის თასი მოიგო. გუნდის კაპიტანი 35 წლის სებასტიან გომესია, რომელიც ურუგვაიშია დაბადებული თუმცა ანდორის ნაკრებში 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული, "ენგორდანის" შემადგენლობაში ასევე ამოიკითხავთ აგუეროს გვარსაც, თუმცა ეს ფრანგი მცველი, სებასტიან ჟაკ მანუელ აგუეროა, და დიდ სერხიოსთან არაფერი აკავშირებს. ჩვენი მომავალი მეტოქის რიგებში ასევე შეხვდებით ურუგვაელ და არგენტინელ ლეგიონერებსაც. "ენგორდანი" ევროთასებზე მატჩებს ანდორა ლა ველას "ესტადი კომუნალ დ'ანდორა ლა ველაზე" ატარებს რომელიც 1300 მაყურებელს იტევს. "დინამო თბილისსა" და "ენგორდანის" შორის პირველ მატჩს 11 ივლისს 21:00 საათზე "დინამო არენა" უმასპინძლებს, განმეორებითი შეხვედრა ანდორაში 1 კვირაში შედგება, ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები