Belive

დინამო თბილისის ფეხბურთელი კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე კარიერას მსოფლიო ფეხბურთის გრანდში, მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"დინამოს" აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს", - წერს "ლურჯ-თეთრების" ოფიციალური ვებ-გვერდი.
No description available.
ლუკა პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია და მის აქტივში 19 შეხვედრაში გატანილი 3 გოლია, რაც შეეხება "დინამო თბილისს", ამ კლუბის სტრუქტურაში ახალგაზრდა ფეხბურთელს ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, თუმცა მთავარი გუნდის მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.  

სხვა სტატიები