Belive

დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი ნორვეგიის ჩემპიონ გუნდში გადავიდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
30 აპრილს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "დინამო თბილისის" ყოფილი ვინგერი, ვიტორ პერნამბუკო კარიერას ამჟამად ნორვეგიის საუკეთესო გუნდში, "ბოდო/გლიმტში" გააგრძელებს. გუნდი, რომელმაც ნორვეგიის რანგით მეორე დივიზიონში გატარებული ზედიზედ 15 სეზონის შემდეგ, 2017 წელს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, სამი წლის შემდეგ კი სენსაციურად ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა, ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ სტატიას გვთავაზობს.
"რამდენიმე კვირის გაურკვევლობის შემდეგ, ახლა უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. პერნამბუკო ბოდოსკენ მოემართება. გვიან ღამით მოვიდა ნანატრი ცნობა როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელისთვის. პერნამბუკოს ნორვეგიაში შესვლის ნებართვა მიენიჭა. ეს დაბადების დღის შესანიშნავი საჩუქარია იმ ადამიანისთვის, რომელიც ოთხშაბათს 23 წლის გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის ელოდა თავის ახალ კლუბში წასვლის ნებართვას ბრაზილიაში. ის კლუბს საწვრთნელი შეკრების დროს გაჰყვა, მიუხედავად ამისა, ვერაფერი შეედრება ასპმირაში თანაგუნდელებთან ყოფნას. ჩვენ ველით მას ადგილზე", - წერს "ბოდო/გლიმტის" ოფიციალური ვებ-გვერდი.
პერნამბუკო, რომელიც უკრაინული "ლვოვის" საკუთრებაა და ნორვეგიაში იჯარით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს, საქართველოს მოქმედ ჩემპიონში 2020 წლის სეზონში თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა, მან თავი ასევე ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "კლაკსვიკთან" წაგებულ (1:6) შეხვედრაში გამოიჩინა.

სხვა სტატიები